loader

"დღეს უკვე "ფაიზერმა" გამოაცხადა, რომ..." - გიორგი ფხაკაძე კარგ ახალ ამბავს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს უკვე "ფაიზერმა" გამოაცხადა, რომ..." - გიორგი ფხაკაძე კარგ ახალ ამბავს ავრცელებს

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ფარმაკომპანიებმა დაიწყეს ახალი პაექრობა (ისე, კარგია ჩვენთვის, რაც უფრო ბევრი არჩევანი იქნება, ფასიც მით უფრო დაბალი იქნება)
გუშინ იყო "ამერკის" ახალი კოვიდ პრეპარატი, დღეს უკვე "ფაიზერმა" გამოაცხადა, რომ მათაც აქვთ ახალი კოვიდ წამალი. ცნობისათვის, მალე კიდევ 5 დიდი ფარმა კომპანია გამოაცხადებს თავიანთ სიახლეებს.

როგორც წინასაახალწლოდ გაცნობეთ, 2021 წელი იქნება კოვიდ ვაქცინების და კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების წელი და აგერ, ბატონო.
მაგრამ სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალით?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ.

საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში დამზადებული, სახელად - ფაიზერის ვაქცინა! დროზე აიცერით." - წერს გიორგი ფხაკაძე.