loader

"მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს" - ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს" - ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

ოჯახი ბრალდებულების, ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს მიმართავს და სთხოვს, გამოხატონ ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილონ საქმეს მათ მიერ აყვანილი ადვოკატები.

ოჯახი აცხადებს, რომ "ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე".

"არცერთი მშობელი არ უნდა მოესწროს შვილის სიკვდილს, მით უმეტეს, უდანაშაულო შვილის სასტიკ მკვლელობას! ჯერ ჩვენ უნდა მივდიოდეთ და მერე ჩვენი შვილები! საჯარო განცხადებების კეთება არ არის ჩვენთვის სასიამოვნო პროცესი, თუმცა წარმოუდგენელი ტკივილია, როდესაც ხვდები, რომ ბრალდებულთა ადვოკატები არ ჩაუღრმავდნენ მომხდარს, აუხსნელი დანაშაულის სიმძიმეს და საკმაოდ უკადრისი ხერხებით ცდილობენ მართლმსაჯულების პროცესის სანახაობად ქცევას. ამდენად, მივმართავთ ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის მშობლებს, კიდევ იმ ოჯახებს და მათ შვილებს ვინც ჩართული იყო მკვლელების სტუმარ-მასპინძლობის და მკვლელობის დაგეგმვის ხელშეწყობის პროცესში - და კიდევ ერთხელ გთხოვთ - ქმედითად გამოხატოთ თქვენი ადამიანური პოზიცია და ჩამოაცილოთ საქმეს თქვენ მიერ აყვანილი ადვოკატები! ნუ ჩაუსახავთ ცრუ იმედებს შემზარავი დანაშაულის ჩადენაში მხილებულ შვილებს. თუ ნამდვილად გიყვართ ისინი, - მიეცით მათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და გულწრფელი სინანულის საშუალება. ძალიან მძიმე სანახავია თავაწეული მკვლელი პროცესზე", - ნათქვამია განცხადებაში.