loader

"მივმართავ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივმართავ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს..." - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს.

"მივმართავ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს. ამდენი ხანი ხომ იკვებებოდით დაპირებით, რომ მიშას გაასამართლებდა ეს ხელისუფლება. მიშა მზად არის საჯარო სასამართლო მოუწყონ.

რაც ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ეთერში უყურებთ ყველა, ვინც ნაწყენი და გაბრაზებული ხართ. "ქართული ოცნება" კეტავს ყველა კარს. პროცესზე არ მიჰყავთ თავად ბრალდებული, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი სასამართლო არ არსებობს.

ხომ გინდათ მიშას გასამართლება? მოითხოვეთ მისი მიყვანა პროცესზე. მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.