loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის - როგორ და რამდენ ხანში მიიღებენ აცრის შემდეგ კუთვნილ თანხას პენსიონერები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის - როგორ და რამდენ ხანში მიიღებენ აცრის შემდეგ კუთვნილ თანხას პენსიონერები

8 ნოემბრიდან ყველა პესიონერი, რომელიც ვაქცინაციას ჩაიტარებს, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს იღებს.
ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ პენსიონერების წახალისების მიზნით მიიღო.

სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი კითხულობს, როგორ მიიღებენ კუთვნილ თანხას პენსიონერები. პენსიონერები თანხას პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მიიღებენ. ვაქცინირებულ პირთა შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნული თანხა პენსიონერს "ლიბერთი ბანკში", მისივე ანგარიშზე ჩაერიცხება.

ის პენსიონერები, რომლებიც დეკემბრის ბოლოს აიცრებიან, თანხას 2022 წლის იანვარში მიიღებენ. მთავრობის მიერ წამოწყებული 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი აქტიურობა 60 წელს ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს შორის ფიქსირდება. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნოემბრის შემდეგ აცრის მსურველების რაოდენობამ, თითქმის ყველა რეგიონში, 100%-ზე მეტით მოიმატა.