loader

წერეთელზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის - "გვაპოვნინეთ ის კეთილი ადამიანი, რომელმაც ღამის პირველ საათზე არ დაიზარა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წერეთელზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის - "გვაპოვნინეთ ის კეთილი ადამიანი, რომელმაც ღამის პირველ საათზე არ დაიზარა"

"ჯეოკაპიტალი" სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს:

"მეგობრებო, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება - გვაპოვნინოთ ის კეთილი ადამიანი, რომელმაც არ დაიზარა და 14 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, მიკროსაფინანსო კომპანია "ჯეოკაპიტალის" თბილისის ფილიალის წინ (აკ. წერეთლის გამზირი #55) ავტომანქანის მიერ გადმოყირავებული ქოთანი გაასწორა და მცენარე დააბრუნა ქოთანში, თან ისიც კი არ დაიზარა, რომ მიწაც ჩაეყარა მცენარისთვის. გვინდა ამ ახალგაზრდას და სამაგალითო მოქალაქეს გადავუხადოთ სათანადო მადლობა და ამით შევახსენოთ სხვებსაც, რომ კეთილი საქმე არასდროს რჩება შეუმჩნეველი და რომ #სიკეთეგადამდებია".