loader

"ინდე, თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის რომ გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინდე, თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის რომ გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე "ფეისბუქზე" სტატუსს წერს.

ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. "რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო" რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ეხლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიან "ალჯაზირა-სიენებებიანათ", მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან "თალკომდინხუები" (თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე, ხუნდაძეები), მაგათ დაუმატეთ ექიმები, ექსპერტები, საელჩოები, ნაცები, კაი ბიჭები, რუსების აგენტურა და მრავალი სხვა. გადაივსება რესტორნები და მაღაზიები, ბაზარში მოიმატებს მუშტარი და გაყიდული პროდუქტი. ხაზარძეც ერთი-ორ ვალუტნი ბუტკას ჩადგავს იქვე ჰოსპიტლის შესასვლელთან. მიშა იქიდანაც ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, რომ ბათუმის, თბილისის, ზუგდიდის და დანარჩენი სამყაროს ყურადღება სულ გორისკენ იქნება.
ქალაქში დროდადრო ცირკის დათვივით ხინჩეგაანთ ლადოს და ტრუსიკმაიკიან და ბოქსის ფელჩატკებიან კანდელაკს ჩამოატარებთ ხოლმე და ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვების რიგები დადგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შურით გასკდებიან კასპელები და ხაშურელები.
ინდე თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის რომ გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი. არადა რაც მე მაგ ჰოსპიტალის მშენებლობაზე კასპის ცემენტის და საჩხერის ქვიშის მტვერი მაქვს ნასუნთქი.