loader

"OMG! ბოლოს კი ჩუმად უთქვამს "იმისათვის რომ მერე ჩემ მიერ დატოვებულმა მურუსიძის სასამართლომ გამასამართლოსო" - თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"OMG! ბოლოს კი ჩუმად უთქვამს "იმისათვის რომ მერე ჩემ მიერ დატოვებულმა მურუსიძის სასამართლომ გამასამართლოსო" - თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ბოლოს კი ჩუმად უთქვამს "იმისათვის რომ მერე ჩემ მიერ დატოვებულმა მურუსიძის სასამართლომ გამასამართლოსო... OMG!" - აღნიშნული სიტყვებით თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა გორის ჰოსპიტალში გადასვლამდე მიმართვა გაავრცელა.

"დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც გლდანის N18 სამედიცინო დაწესებულებიდან მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა.