loader

"ვუყურე, ძალიან გავბრაზდი, თითქმის შემეცოდა... მისგან ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას" - თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვუყურე, ძალიან გავბრაზდი, თითქმის შემეცოდა... მისგან ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას" - თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილზე

"ვუყურე... ძალიან გავბრაზდი... თითქმის შემეცოდა... ბევრი სხვისგან, იქნებ ყველასგან კი, მაგრამ მისგან ნამდვილად არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას... ხვალ/ზეგ ჩემი ქვეყნის მთავრობის სხდომა უნდა ჩაატაროს... თითქოს არც არაფერი, მაგრამ მაინც", - ამის შესახებ თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ "შაბათის ფორმულაში" გასულს სიუჟეტს ეხმაურება.

"შაბათის ფორმულამ" ბიძინა ივანიშვილის ჩვენებები მოიპოვა. სიუჟეტის მიხედვით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი კვირაა ბერმუდის სასამართლოს ჩვენებებს აძლევს. გაირკვა ვის უფორმებდა ქონებას და ვინ არიან ის ადამიანები მისი პირადი გარემოცვიდან, ვის გამოც შესაძლოა დაკარგა სადავო 400 მილიონი.

შვეიცარული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა - ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბანკის წარმომადგენლების ყველა შეხვედრას ესწრებოდა.

ღარიბაშვილი, მაშინ როდესაც მილიარდერს შვეიცარულ ბანკთან ქონების გაფორმებაში ეხმარებოდა, "ქართუ ბანკში" მუშაობდა. ის ესწრებოდა იმ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რომლითაც ოლიგარქმა 400 მილიონი დაკარგა.