loader

"ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი 5.49-ჯერ უფრო ეფექტურად გიცავთ, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი" - არჩილ მარშანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი 5.49-ჯერ უფრო ეფექტურად გიცავთ, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი" - არჩილ მარშანია

"18 წლის ზემოთ ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, კოვიდ19-ს დადასტურებული შემთხვევების შედარებისას, როდესაც ვადარებთ ბუნებრივ (ინფექციის გადატანით მიღებულ) იმუნიტეტს და მ-რნმ ვაქცინით მიღებულ იმუნიტეტს (ვისაც წარსულში არ გადაუტანია კოვიდი), ირკვევა რომ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი 5.49-ჯერ უფრო ეფექტურად გიცავთ ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი. CDC-ს სრული რეპორტი შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

დასკვნა: ყველა ვისაც ასაკით ეკუთვნის ვაქცინაცია უნდა აიცრას, მიუხედავად იმისა გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი, და უნდა აიცრას რაც შეიძლება მოკლე დროში, დღეს ეს არის პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა", - ამის შესახებ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს.