loader

"შავ უცხოპლანეტელად" გადაქცევის სურვილით შეპყრობილმა ფრანგმა თითები დაიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შავ უცხოპლანეტელად" გადაქცევის სურვილით შეპყრობილმა ფრანგმა თითები დაიჭრა

საფრანგეთში 33 წლის ბიჭი ენტონი ლოფფრედო, რომელიც ონცებობს, რომ "შავი უცხოპლანეტელი" გახდეს, მარცხენა ხელზე ორი თითი მოიჭრა. ენტონი ფიქრობს, რომ ამ ამპუტაციით, ის ხელის გულს ერთ დიდ კლანჭად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ ათი წლის მანძილზე ლოფფრედო სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს თავისი სხეულის მოდიფიცირებას. მიუხედავად უამრავი ცვლილებისა, ის ფიქრობს, რომ სასურველი შედეგის მხოლოდ 34%-ს მიაღწია. 

კერძოდ, მან უკვე მოიჭრა ზედა ტუჩი, ცვხირის ნაწილი და ყურები, ასევე, ენა ორ ნაწილად გაიჭრა. ფრანგის მთელი სხეული ტატუებით არის დაფარული.

ზოგიერთი ოპერაცია მას სხვადასხვა ქვეყნებში აქვს გაკეთებული, რამდენადაც მათ ნაწილს, საფრანგეთში არალეგალურად მიიჩნევენ.