loader

"ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ?

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მწვანე სტატუსი პირს უნდა ჰქონდეს ვირუსის გადატანიდან მხოლოდ 3 თვის განმავლობაში. 

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძენბა მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას. კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და მას აღარ დაემართება კივიდ-19. კოვიდ გადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და არის ამის საკმარისი მტკიცებულებები მთელი მსოფლიოდან.

ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ (კომპიუტერული მოდელირებით ერთმანეთს შეადარეს ადრინდელი კოვიდაფეთქებები და კოვიდ-19-ის ახლანდელი მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდგადატანილები არ არიან დაცულები და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცულები. ანუ კოვიდგადატანილის ხელახლა რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე.

ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან, პაციენტის ასაკი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრევენციულ ზომებთან პაციენტის ხელმისაწვდომობა (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია).

დასკვნა: კოვიდ გადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე), განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.

კოვიდგადატანილების "გამწვანება" შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე. კოვიდ გადატანილი ინფექციის გადატანიდან 30 დღეში უნდა აიცრას. ეს მას საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად დაცული იყოს. რატომ? პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა - 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე). საკოორდინაციო საბჭოს გადაცყვეტილება არ ეფუძნრბა მეცნიერულ მტკიცებულებებს და არც საერთაშორისო გამოცთილებას ითვალისწიებს", - წერს ფხაკაძე.