loader

"ყველა ბრალდებას მივიღებ, გარდა იმისა რომ..." - რატომ მოექცა ნანუკა გულუა კრიტიკის ქარცეცხლში და რას პასუხობს ის კრიტიკოსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა ბრალდებას მივიღებ, გარდა იმისა რომ..." - რატომ მოექცა ნანუკა გულუა კრიტიკის ქარცეცხლში და რას პასუხობს ის კრიტიკოსებს

"ფორმულას" ეთერში გადაცემაში "ქალები" ნანუკა გულუამ განცხადა, რომ მას არ მოსწონს, როცა მეძუძური დედები შვილებს ქუჩაში სხვების თანდასწრებით კვებავენ. ამის გამო ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ნანუკა გულუა კრიტიკოსებს ასე პასუხობს:

"ეს იუმორისტული გადაცემაა, ვხუმრობთ ყველაფერზე ჩვენზე,თქვენზე,თინეიჯერებზე,კაცებზე… ყველაფერზე… როგორც თქვენ ხუმრობთ ყველაზე და ყველაფერზე ზუსტად ისე… როცა საეთეროა და მონტაჟდება სხვანაირად აღიქმება და იკარგება ის იუმორით დამოკიდებულება რომელიც დევს და არანაირ ზიზღს არ შეიცავს… ყველანაირ ბრალდებას მივიღებ გარდა იმისა რომ ზიზღით შემიძლია ვინმეზე და მუთ უფრო თქვენზე ვისაუბრო… ყველაზე მეტად ვცდილობ არასოდეს ვატკინო გული ადამიანებს და არ გავაბრაზო… ამჯერად არ გამომივიდა…" - წერს ნანუკა გულუა.