X
ახალი დეტალები კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" შესახებ - "არ ახასიათებს ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება"
11:43 / 04-12-2021
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, გიორგი კამკამიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის.

როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირაში" აღნიშნა, "ომიკრონის" ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მისი თქმით, ინფექცია არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება.

"ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში. ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაც არის, რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული.

რასაკვირველია, საქართველო მთლიანად დაცული ვერანაირად ვერ იქნება. ადრე თუ გვიან, ეს ვარიანტიც შემოაღწევს. ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდი, შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება. შეიძლება საქართველოში არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა ჯერ არ ვიცით მის შესახებ.

ამ ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერ საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს. პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეფექტურად ვრცელდება” - აღნიშნავს გიორგი კამკამიძე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს