loader

"მეგობართან ავედი, ვტიროდი" - ამბავი დიდი დიღმიდან, რომელმაც საზოგადოების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგობართან ავედი, ვტიროდი" - ამბავი დიდი დიღმიდან, რომელმაც საზოგადოების საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია

რამდენიმე დღის წინ ნინო ბიწაძემ 200 ლარი დაკარგა. ამბობს, რომ ეს თანხა მისი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან სესხის პროცენტი უნდა გადაეხადა. ამბობს, რომ ძალიან განიცადა, არ იცოდა, სესხი როგორ გადაეხადა. მეგობრის რჩევით, დიდი დიღმის დახურულ ჯგუფში დაწერა, თუმცა იმედი არ ჰქონდა, რომ ამ თანხას ვინმე დაუბრუნებდა. მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მეორე დღეს, მოულოდნელად, მისთვის სრულიად უცხო ადამიანმა დაკარგული თანხა დაუბრუნა.

ამბობს, რომ ადამიანების გვერდით დგომამ ისე გაახარა, დაკარგულ თანხაზე აღარ ნერვიულობდა. უცხო ადამიანების თხოვნით, მისმა მეგობარმა ნინოს ანგარიშის ნომერი დაწერა და თანხის შეგროვება დაიწყეს, რომ ნინოს სესხი გადაეხადა. მას შემდეგ, რაც კუთვნილი თანხა იპოვა, ის ფული, რომელიც შეგროვდა, 11 წლის ანანოს დასახმარებლად გადარიცხა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მანქანა დაეჯახა და ახლა თურქეთში ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

ამბობს, ასეთ თანადგომას ნამდვილად არ ელოდა, მისი უბნელების გვერდით დგომამ ძალიან გააბედნიერა.