loader

“ეს შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის! პანიკა საჭირო არ არის, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის! პანიკა საჭირო არ არის, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს“ - გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს


“მეკითხებიან კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, "ომიკრონზე".
დღეს ვიცით, რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, არის მხოლოდ ბევრი ვარაუდი...
როგორ გამოიყურება, უკვე ვიცით. ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა.
რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა - ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები, უფრო დაზუსტებული მონაცემები კი - თვის ბოლოს.

ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გავრცელდა 30 ქვეყანაში და, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება.
გიზიარებთ რამდენიმე მიმდინარე კვლევის ამონარიდებს, გრაფიკას, რათა დაახლოებით ნახოთ, რომ ეს ვარიანტი, შესაძლოა, დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.
პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს“ - წერს გიორგი ფხაკაძე.