loader

“ამოიჩემეს ეს ტერიტორია... ხეები ერგო აქ, მოჭრეს, დაჩეხეს, წაიღეს, აღარ გჭირდებათო“ - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამოიჩემეს ეს ტერიტორია... ხეები ერგო აქ, მოჭრეს, დაჩეხეს, წაიღეს, აღარ გჭირდებათო“ - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან?


“ასე გვაძალებს მერია სტადიონის აშენებას.

ჩვენ უფრო კარგად ვიცით, თქვენ რა გინდათო და გამოკითხვაც კი არ ჩატარებულა, აზრიც არავისთვის უკითხავთ, კორპუსების შუაში უეფას სტადიონს გვიშენებენ, სადაც ხანდახან შეგვიშვებენ ხოლმე. ამხელა ტერიტორია კი, სადაც ხალხი ისვენებს, სეირნობს და დროს ატარებს წლებია, გვიუქმდება ამდენ მოსახლეობას. გვრჩება 500-მეტრიანი ზოლი (ვიდეოში არ ჩანს) ქვემოთ, სადაც სარეკრეაციო ზონა უნდა იყოს ათასობით ხალხისთვის. არ შეიძლება ასე.
საცობი, დიდი განათებები და მოსახლეობისთვის მიუღებელი ადგილი ჰკიდიათ და მოსახლეობას გვიშენებენ. ამხელა უბანია და მაინცდამაინც აქ, შუაში უნდა ჩააკვეტონ ეს სტადიონი.

ჰო და, პლუს, ზემოთ მშენებლობა რომ ჩანს, სპორტული კომპლექსი შენდება...
სტადიონი აშენდეს, რა თქმა უნდა, გვჭირდება, ოღონდ აქ არა. ამოიჩემეს ეს ტერიტორია და ეზარებათ გალამაზება.
პ.ს. ხეები ერგო აქ, სანამ მოვიდოდნენ, მოჭრეს, დაჩეხეს, წაიღეს, აღარ გჭირდებათო, და დატოვეს მინდორი და ბეტონი სიცხეში.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ჩვენ უკეთ ვიცით, ჩვენ რა გვჭირდება, აქ ჩვენ ვცხოვრობთ და არა თქვენ.
რამეს თუ გვთავაზობთ, გვკითხეთ და დაგველაპარაკეთ.“ - წერს ადგილობრივი მცხოვრებელი Nick White და ვიდეოს აქვეყნებს.