loader

შოკისმომგვრელი კადრები თბილისიდან, სადაც CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები თბილისიდან, სადაც CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალნენ

თბილისში, სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დედა და მისი 8 წლის შვილი გარდაიცვალნენ, ხოლო ერთი ადამიანი მოიწამლა.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისინი „თბილისი ენერჯის“ აბონენტები არ იყვნენ.

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა.

ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.