loader

"ხალხო, ეს ბავშვებს ჭირთ 15,18, 19 წლის ბავშვებს!!! სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის" - ზურა სიხარულიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხო, ეს ბავშვებს ჭირთ 15,18, 19 წლის ბავშვებს!!! სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის" - ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულება ძალიან გახშირდა.

სიხარულიძე ასევე აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს.

"დავწერე, წავშალე ბევჯერ არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკეთო რა მოვიმოქმედო ვის უთხრა რა გამოსვალი არის ამ სიტუაციიდან მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი იმდენი რამე მაქვს ნანახი მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამდენიმე პაციენტი ვნახე ძალიან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკდებული უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით, ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი რომ ძალიან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის ეს არ გაჩერდება მემგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ.

რისი ბრალია მკითხვათ – კი აი იმის რაც ხდება, სრული ჰაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვევლი ქცევა, რომელიც რას გავს არ ვიცი რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება. ხალხო ეს ბავშვებს ჭირს 15, 18, 19 წლის ბავშვებს !!! არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო ოღონდ მართლა. ერთი ვიცი ზუსტად რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე რომელსაც კიდე წინ გვაქვს პისტკოვიდურ პერიდში -ალკოჰოლიზმი ნარკომანია , ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები ეს კიდე წინ გავქვს პირველად სასოწარკევთილი ვარ და მართლა არ ვიცი რა უნდა უშველოთ ამას ყველაფერს. ბეწვის ხიდზე დავდივართ და ჩვენი შვილების და შვილიშვილევის ჯანმრთელიბაზეა საუბარი.  მენტალურ ჯანმრთელიბაზე"