"მე რაც ვნახე, საკმაოდ ზომიერია" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში
"არ მგონია, რომ ბიძინას, ან მიშას შესახებ სახელმძღვანელოში ინფორმაცია, მათ შორის ბიოგრაფიული, რაიმე აჟიოტაჟის საფუძველი უნდა გახდეს. ეს ორი ადამიანი ისტორიის ნაწილია, მოგვწონს თუ არა ეს. მე რაც ვნახე, მასალაც საკმაოდ ზომიერია." - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.