loader

"1000 ლარი ღირს სასიყვარულო მაგია, დასაწყებად საჭიროა 500 ლარი" - ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"1000 ლარი ღირს სასიყვარულო მაგია, დასაწყებად საჭიროა 500 ლარი" - ამბავი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

1000 ლარი სიყვარულის სახელით. კარტის გაშლა, ყავაზე მკითხაობა და აურის გაწმენდა. მედიუმების მომსახურება საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა პანდემიამ დარგის რეფორმა გამოიწვია. ახლა მკითხაობა ხელისგულზე გადაღებული სურათითაც შეგიძლიათ. ცვლილებამ იდეის გარშემო ბევრი ადამიანი გააერთიანა და შესაბამისი პროფილით, სოციალურ ქსელებში, ბევრი ჯგუფიც გაჩნდა.

ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, 6 ათას შვიდასი წევრი ჰყავს. ჯგუფში ხშირად იდება ყავის ჭიქებზე გადაღებული ფოტოები. ასევე ვხვდებით მკითხავებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში შლიან კარტს და მომხმარებელს ონლაინრეჟიმში უწევენ მომსახურებას. ხელისგულზე გადაღებული სურათებით ბედის გაგებაც პოპულარულია.

როგორც ჯგუფიდან ვიგებთ, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. კონსულტაცია 5 ლარიდან იწყება, თუმცა, საქმის სირთულიდან გამომდინარე, იზრდება ფასიც. მაგალითად, ენერგეტიკული წმენდა 100 ლარად ფასობს.


ავტორი: ნინი ქობალია