loader

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები #ავიცრათერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას შეუერთდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები #ავიცრათერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას შეუერთდნენ

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის - კამპანიას შეუერთდნენ.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა, აქციის ფარგლებში, მზიურის პარკში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე, შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თბილისის სამხატვრო აკადემია მეხუთე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტურ კამპანიას შეუერთდა. თავის მხრივ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს. ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს ვაკის პარკში დაიწყო.
ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.
„აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგის“ მხარდაჭერით ხორციელდება. „კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშნელოვანია“, - აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.