loader

იყო თუ არა გუშინ დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე? - ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იყო თუ არა გუშინ დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე? - ამირან გამყრელიძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გუშინ, ამირან გამყრელიძემ, ეკატერინე ტიკარაძემ და თამარ გაბუნიამ ისე დატოვეს შენობა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბრიფინგზე მხოლოდ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე", - განაცხადა ღიბრაძემ.

არსებული ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გუშინ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ვიდეო: "ტვ პირველი"