loader

“სამსახურში დარაჯადაც არ ავიყვან ადამიანს, რომელიც მეტყვის, რომ აპოლიტიკურია“ - თამარ ჩეროლეიშვილი სიახლეს აანონსებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სამსახურში დარაჯადაც არ ავიყვან ადამიანს, რომელიც მეტყვის, რომ აპოლიტიკურია“ - თამარ ჩეროლეიშვილი სიახლეს აანონსებს


თამარ ჩერგოლეიშვილი სიახლეს აანონსებს: 

“პოლიტიკა არის კეთილშობილი საქმე!
პოლიტიკის, პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური აზრის ლიდერების დამსახურებაა ის, რომ
- დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი შიმშილობს;
- დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანი იჩაგრება;
- დღეს ადამიანი უფრო დიდხანს ცოცხლობს;
- დღეს ადამიანს კოსმოსში გაფრენა შეუძლია;
- დღეს გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის წერა-კითხვა;
- დღეს გაცილებით მეტ ადამიანს აქვს უზრუნველყოფილი თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სრაფვის უფლება!
და ასე შემდეგ...
პოლიტიკაში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ შენ შენზე დიდი მიზანი გაქვს და ამ მიზანს ემსახურები.

ის, რომ პოლიტიკას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს, ბინძური ადამიანები აფარებენ თავს, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა ბინძურია!
არავინ ჩათვალოს, რომ აპოლიტიკურობა უპირატესობაა. ვინც ამას გეტყვით - თქვენთვის ცუდი სურს, სურს, რომ მცოცავი იყოთ.

მე სამსახურში დარაჯადაც არ ავიყვან ადამიანს, რომელიც, თავის მოსაწონებლად, მეტყვის, რომ აპოლიტიკურია - ეს მის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს და არ მაწყობს.
პ.ს. ჩვენ მალე გავაკეთებთ პოლიტიკურ აკადემიას, საუკეთესო ადგილობრივი და დასავლელი ლექტორებით (8-კვირიანი კურსის სილაბუსიც თითქმის მზადაა).
ქართული დემოკრატიის სამსახური ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდაა და არა პოლიტიკის დემონიზება, აპოლიტიკურობის ხაზგასმით."