loader

"ამოიღო იარაღი და ჩემზე იძალადა სექსუალურად" - რას ჰყვება 28 წლის მამაკაცი ყოფილ პოლიციელზე, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამოიღო იარაღი და ჩემზე იძალადა სექსუალურად" - რას ჰყვება 28 წლის მამაკაცი ყოფილ პოლიციელზე, რომელსაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის სასამართლომ პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე დაკავებული 42 წლის ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ სამართალდამცველ აირი დარსალიას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2019 წელს, სამეგრელოში, ჩხოროწყუში მოხდა. დაზარალებულის, 28 წლის მამაკაცის განცხადებით, პოლიციელმა იარაღის მუქარით ტყეში გაიტაცა და ის გააუპატიურა. პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

როგორც დაზარალებული გიორგი პისკუნოვი "ტვ პირველთან" ამბობს, ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა დაურეკა, შეხვედრა დაუთქვა, მიტოვებულ შენობასთან მიიყვანა და გააუპატიურა.

მისი თქმით, 13-წლიანი სტაჟის მქონე პოლიციელს არასრულწლოვანთა საქმეები ებარა.