loader

პირველ სიმპტომი, რომლითაც "ომიკრონი" იწყება - როგორ ამოვიცნოთ გავრცელებული შტამი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველ სიმპტომი, რომლითაც "ომიკრონი" იწყება - როგორ ამოვიცნოთ გავრცელებული შტამი

პანდემიის ახალმა გმირმა "ომიკრონ" ვირუსმა დღის წესრიგი კიდევ ერთხელ შეცვალა. მუტაციების უჩვეულო რაოდენობასთან ერთად "ომიკრონი" უცხო სიმპტომებითაც გამოირჩევა.

ყელის ტკივილი "ომიკრონისთვის" მკვეთრად არის დამახასიათებელი. დეკემბერში სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი სადაზღვევო კერძო კომპანიის, Discovery Health-ის ხელმძღვანელმა რაიან ნოაქმა განაცხადა, რომ პაციენტები "ომიკრონის" პირველ სიმპტომად ყელის ტკივილს ასახელებენ, რასაც შემდგომში ცხვირის გაჭედვა და მშრალი ხველა მოჰყვებოდა.

აპლიკაცია Zoe COVID Symptom Study-ს მონაცემების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში პაციენტების უმრავლესობისთვის ყელის ტკივილი არის "ომიკრონის" პირველი სიმპტომი. 

კორონავირუსის ახალ შტამს კვლავ მიკროსკოპით აკვირდებიან. "ომიკრონის" სპაიკ ცილაში 32 მუტაციაა, რაც ორჯერ მეტია "დელტა" ვარიანტში აღმოჩენილ მუტაციებზე. კორონავირუსი უჯრედში სწორედ ამ ცილის მეშვეობით აღწევს. ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმუნოლოგები ამბობენ, რომ "ომიკრონი" უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა ვარიანტები, თუმცა ინფიცირებულთა მდგომარეობა უფრო მსუბუქია. ეს უკანასკნელი კი განსხვავებული სიმპტომებითაც დასტურდება.

გამონაყარი ბავშვებში - ის ახალი სიმპტომია, რომელიც მეცნიერების აზრით, "ომიკრონის" დამახასიათებელი ნიშანია.
გარდა ამისა, "ომიკრონს" მაღალი ტემპერატურა, ხშირი ხველა და მადის გაქრობაც ახასიათებს. კვლევების თანახმად, გამონაყარი პაციენტების 15 პროცენტს უვითარდება.


ავტორი: ნინი ქობალია