loader

“ნუ იქნებით უღმერთოები! წაიკითხეთ და ისე გამოთქვით აზრი“ - სოციალური ქსელის პატარა ვარსკვლავის დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნუ იქნებით უღმერთოები! წაიკითხეთ და ისე გამოთქვით აზრი“ - სოციალური ქსელის პატარა ვარსკვლავის დედა მიმართვას ავრცელებს


“მანამდე ეძინა! წაიკითხეთ და ისე გამოთქვით აზრი... ნუ იქნებით უღმერთოები!
ნამდვილი პრიკოლი... ინტერვიუ...
მე როლებში ვარ შეჭრილი და თურმე ჩემს "თოვლის პაპას" ეძინება. ასე "ტკბილად" აძინებს დედიკო თავის "იავნანაზე". სიცილისგან ცრემლებამდე მივედი...  ბოდიში შვილო. ❤

ხალხო, წაიკითხეთ მაინც, რეალურად როგორ იყო, რომ მადანაშაულებთ, თითქოს არ დავაძინე❗ მანამდე ეძინა და სასწაულია, რომ ისევ ჩაეძინა.  მე კამერაზე ვმუშაობდი, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ანტონიოს ეძინებოდა. თავიდან ისე ცოცხლად იყო, იცინოდა... გაოცებული ვარ, ძილის ფაქტზე და თან რამხელას დავყვირი, როგორ მოხდა, რომ ჩაეძინა?! რა ხანია ასე არ მიცინია, რომ ვუყურე. ინტერვიუ რაც გავიდა, იქ ახლო კადრით ვარ მე და არ ვიცოდი ამ პრიკოლის შესახებ.  ვიდეო რამდენიმე დღეში გამომიგზავნა ჟურნალისტმა და რომ ვუყურე ცრემლებამდე მივედი სიცილისგან. მომიტევეთ ძვირფასო საზოგადოებავ, რომ ჩემდა უნებურად მოხდა ეს მართლაც საოცარი მოვლენა.

დიდი მადლობა ყველას, ფეხბედნიერი 2022 წელი გქონოდეთ. გეფიცებით ახალი გაღვიძებული იყო, როცა ეს ინტერვიუ ჩავწერეთ, გაიღვიძა, ჩავაცვი და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისევ ჩაეძინებოდა... ასეთი რამ არ მომხდარა, უცებ ჩამოეძინა.  ეს კადრები არ გასულა ტელევიზიით. 
ვიდეოს მოწოდებისთვის, ძალიან დიდი მადლობა, უმაგრეს გოგონას, ჟურნალისტ: შორენა ბიჭიკაშვილს Shorena Bichikashvili და მთელ შემოქმედებით გუნდს! მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ უფალმა, ჯანმრთელად და ბედნიერად.“ - წერს ქეთი ჭარელაშვილი.