loader

“ადამიანი გადადის ღრმა ძილში, ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, კომა და სიკვდილი!“ - სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ადამიანი გადადის ღრმა ძილში, ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, კომა და სიკვდილი!“ - სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება


ფსევდობედნიერება, ანუ კიდევ ერთი მომაკვდინებელი ნარკოტიკი საქართველოს ტერიტორიაზეა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება გამაფრთხილებელი განცხადება ფენტანილის გავრცელების შესახებ. საგანგაშო საკითხს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძეც ეხმიანება. 

ფენტანილი სინთეტიკური ოპიატების ჯგუფს მიეკუთვნება. ის 10 000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფი და 1000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სამედიცინო ჰეროინი.
ნარკოლოგების თქმით, მსოფლიოში კარფენტალინით გარდაცვალებამ ეპიდემიის სახე მიიღო, ეს უკანასკნელი კი იმავე ჯგუფს მიეკუთვნება, რასაც ფენტანილი. მათივე ვარაუდით, კარფენტანილი საქართველოში დიდი ხანია, რაც არსებობს, თუმცა შავი ბაზრის კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, უცნობია, ვინ მოიხმარს მას, რა სახითა და რა რაოდენობით. 

ავტორი: ნინი ქობალია