loader

3 არასწორი წარმოდგენა "ომიკრონის" შესახებ - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 არასწორი წარმოდგენა "ომიკრონის" შესახებ - რას წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი?

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

"3 არასწორი წარმოდგენა იქმნება "ომიკრონის" შესახებ, რაც ამცირებს საზოგადოებაში მოსალოდნელი რისკების აღქმას:

1. თითქოს საქართველოში ეს ახალი ტალღა მხოლოდ "ომიკრონის" ბრალია. აუცრელ ქვეყანაში "დელტას" ტალღა მაინც გვექნებოდა, როგორც მინიმუმ, იმ ძალის, როგორც ეს აგვისტოსა და ნოემბერში იყო.

2. თითქოს "ომიკრონი" მსუბუქია. კი, იგი მსუბუქია ბევრისთვის ინდივიდუალურად, მაგრამ ჯამურად, საზოგადოებისთვის იგი შეიძლება უფრო მძიმე იყოს. "დელტას" პიკური 5000-დან 12.5% (ჰოსპიტალიზაცია) უფრო მეტია, თუ "ომიკრონის" მოსალოდნელი პიკური 60,000-ის 2.4%? თუ ეს პროპორცია გვესმის, მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე გამოცდა ელის და, შესაძლოა, "ომიკრონმა" მეტი სიცოცხლე წაგვართვას.

3. თითქოს "ომიკრონი" ბოლო შტამია. ეს ჯერ არავინ იცის. უფრო სწორად, ვინც იცის (გენეტიკის მაღალი დონის პროფესიონალები), გვაფრთხილებენ, რომ ჯერ თვითდამშვიდებას ნუ მივეცემით.

ასე რომ, აიცერით, დაიბუსტეთ, შეზღუდეთ სახლიდან გასვლა და ატარეთ პირბადე", - წერს ჭიაბერაშვილი.