loader

"იძალადა ფიზიკურად და მაგინებდა ქალი, რომელსაც დედა ჰქვია" - ვრცელდება თბილისში სუპერმარკეტის თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იძალადა ფიზიკურად და მაგინებდა ქალი, რომელსაც დედა ჰქვია" - ვრცელდება თბილისში სუპერმარკეტის თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების კადრები

"ევროპროდუქტის" სუპერმარკეტში თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკვე ყოფილი მოლარე-კონსულტანტი ნინა ფოსური წერს და მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

"სულ მიკვირს, მუდმივად ისეთ გარემოსა და ხალხში რატომ ვხვდები, სადაც დღე თუ ღამე უსამართლობა სუფევს და იკვებება ჩემისთანა ადამიანთა ნერვებით. როდესაც სასურსათო მაღაზიის ქსელებს კადრების პრობლემა აქვს, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს ხოლმე - ეს არის დაბალი ხელფასი, ზეგანაკვეთური გრაფიკი და გარემო, რომელსაც პირველ რიგში, უნდა ექცეოდეს დიდი ყურადღება, რადგანაც გვსმენია ისტორიები, სადაც დიდხანს უმუშავიათ სრულზე სრული განაკვეთით დაბალ ანაზღაურებაზე და ისეთ პოზიციაზე, სადაც ყველაფერი ერთში ხარ, მაგრამ კარგ, მეგობრულ და თანამშრომლურ გარემოში გიწევს მუშაობა და ეს გაძლევს სხვა სახის სტიმულს, რომ გაუძლო სტრესულ გარემოს.

მოცემულ ვიდეოზე მხედავთ მე, სალაროსთან მომუშავე "ევროპროდუქტის" დასაქმებულს, რომელსაც გამაჩნია ასეთი პოზიცია - მოლარე-კონსულტანტი. გრაფიკი და ანაზღაურება ჩემს შემთხვევაში არ არის დაბალი და ასე ვთქვათ, ჩემთვის ხელსაყრელია. თუმცა ამას ვერ ვამბობ გარემოზე, თანამშრომლებზე და კომპანიის დაინტერესებაზე, თუ რა გარემოში გვიწევს მუშაობა.

გუშინ, საღამოს საათებში, უკმაყოფილებას გამოხატავდა ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი იმის შესახებ, რომ დამატებითი თაროების ვადების ამოწერა დაევალა. ეს თაროები ადრე იყო ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი თვე ხელის დაზიანების გამო ბიულეტენი მქონდა გახსნილი და ვერ ვმუშაობდი, ეს თაროები უყურადღებოდ დარჩა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემ მიმართ აღნიშნული თანამშრომლის მხრიდან გამოიხატებოდა უკმაყოფილება და პრეტენზიები (რაც ამ შემთხვევაში მე საერთოდ არ მეხებოდა). სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დავურეკე მენეჯერს, რამაც უფრო გაამწვავა თანამშრომელი და ვიდეოშიც მშვენივრად ხედავთ მის მოქმედებას.

განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც სამწუხაროდ, ვიდეოკამერებში არ ისმის, როგორ "ლამაზად" მაგინებდა და მამკობდა ქალი, რომელსაც დედა ჰქვია და ბავშვს ზრდის. ამის გამო დავრეკე 112-ში და განვაცხადე ფაქტის შესახებ. ჩემი "კეთილი" თანამშრომელი პატრულის მოსვლამდე აორთქლდა მაღაზიიდან. დღეს, მეორე დილას ველოდებოდი კომპანიის მხრიდან რეაგირებას და მინიმუმ გამოკითხვას მაინც, რომ გაერკვიათ რა და რატომ მოხდა და ნაცვლად ამისა, სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას აგზავნიან ჩემს სახელზე გაფორმებულსაც. დიდი სირცხვილია ამხელა პრეტენზიების მქონე კომპანიისგან მსგავსი ნაბიჯი! როცა დაზარალებულ თანამშრომელს კიდევ იქით სდებ ბრალს კონფლიქტის წარმოქმნაში და ამ მიზეზით სამსახურიდან უშვებ. სულ ცოტა, მე ამ ქალის დაბალ დონესთან გათანაბრებული არ უნდა ვიყო", - წერს ნინა ფოსური.