loader

მეუფე ზენონი სკანდალური ინფორმაციის შესახებ, რომელიც პეტრე კოლხმა გაავრცელა, განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეუფე ზენონი სკანდალური ინფორმაციის შესახებ, რომელიც პეტრე კოლხმა გაავრცელა, განმარტებას აკეთებს

"არ შეესაბამება სიმართლეს. მამა პეტრე კოლხი რა, ჩემი მდივანია თუ რა არის? ჯერჯერობით არ ვაპირებ დაბრუნებას, იმდენი საქმე მაქვს" - მეუფე ზენონი "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში უარყოფს პეტრე კოლხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.

პეტრე კოლხმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა.

"უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა!", - წერს პეტრე კოლხი.

ვიდეო: "მთავარი არხი"