loader

"აი, ეს არის მარაზმი... სრულიად მიუღებელია" - რას წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, ეს არის მარაზმი... სრულიად მიუღებელია" - რას წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში?

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი გორის მერის, ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"აი, ეს არის მარაზმი... სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!!!

არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს.

მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა, თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს. რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა.

სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას. თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის ხალხის არჩეული მერი და არა ვინმეს დანიშნული. მას მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ყველაფრით თქვენ რეალურად შეურაცხყოფას აყენებთ მის ამომრჩეველს!!!" - წერს წილოსანი.