loader

ტრაგედია რუსთავში - "მთელი ღამე დარბოდნენ... მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია რუსთავში - "მთელი ღამე დარბოდნენ... მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა"

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს 17 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ალკოჰოლი მიიღეს. არასრულწლოვნის გარდაცვალება სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია. 

როგორც "ინფო რუსთავს" მეზობლებმა განუცხადეს, ბინიდან ხმაური გამოდიოდა, პერიოდულად ზოგი მიდოდა და მათ ნაცვლად სხვები მოდიოდნენ. არსებული ინფორმაციით, არასრუწლოვანებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელები და ასევე სავარაუდოდ მსუბუქი ნარკოტიკი. გამთენიისას, ერთერთი მათგანი, არასრულწლოვანი ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა, დაბლა ჩავიდა და კორპუსის ეზოში გონება დაკარგა. მეგობრები ცდილობდნენ დახმარებას, დარეკეს 112-ში და გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.