X
"ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში! გთხოვთ, ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცეთ თქვენს ახ­ლობ­ლებს" - რას წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი?
13:34 / 15-01-2022
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი გიგა გვე­ტა­ძე "პი­სი­არ" ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. რო­გორც ის წერს, ტეს­ტის გა­კე­თე­ბა ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის უფა­სოა და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ნუ მო­ტყუვ­დე­ბი­ან და ტეს­ტში ფასს ნუ გა­და­იხ­დი­ან.

"ჩემი მე­გობ­რე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ!!! მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტე ეს პოს­ტი და­მე­წე­რა: "ომიკ­რო­ნი" გა­აქ­ტი­ურ­და, და­ი­წყო საგ­რძნო­ბი მა­ტე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის, მე რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­კი­თხში კომ­პე­ტენ­ტუ­რი პირი, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ ნე­ბის­მი­ერ თქვენ­განს სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (სი­ცხე, ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, გვერ­დე­ბის ტკი­ვი­ლი და ა.შ) ან თუკი ხართ კონ­ტაქ­ტი კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის და და­გე­წყოთ ანა­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, თქვენ გე­კუთ­ვნით კო­ვიდ 19 ტეს­ტი­რე­ბა უფა­სოდ!!!! სა­ხელ­მწი­ფო ანა­ზღა­უ­რებს თქვენს რო­გორც სწრაფ, ასე­ვე პსრ კვლე­ვას.

მე­ქა­ნიზ­მი მუ­შა­ობს შემ­დეგ­ნა­ი­რად: თუკი ბოლო 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში არ ხართ გა­ტეს­ტი­ლი (უფა­სოდ), მი­დი­ხართ ნე­ბის­მი­ერ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში თუ ნი­მუ­შის ამ­ღებ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში (ანუ უფა­სოდ გი­კე­თებთ სწრაფ ტესტს), ეუბ­ნე­ბით თქვე­ნი ჩი­ვი­ლე­ბი­სა და სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ, უფა­სოდ იკე­თებთ სწრაფ ტესტს, ელო­დე­ბით შე­დეგს 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში ითხოვთ უფა­სო პსრ (PCR) ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას, ეს მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა !!!!

იცო­დეთ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და ნუ გა­ეხ­ვე­ვით მა­ქი­ნა­ცი­ურ სქე­მებ­ში!!! ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და პან­დე­მია ფუ­ლის სა­კე­თე­ბე­ლი თემა არ არის, იცო­დეთ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე გთხოვთ გა­გე­ბით მო­ე­კი­დოთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, ის რომ სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფა­სოდ გე­კუთ­ვნით ტეს­ტი­რე­ბა, არ ნიშ­ნავს იმას რომ ის­ტე­რი­უ­ლად ყო­ველ 72 სა­ათ­ში ერთხელ იკე­თოთ სწრა­ფი ტეს­ტი და შემ­დეგ პსრ კვლე­ვა!!!

გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნა pcr ტეს­ტებ­ზე ზრდის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ზე დატ­ვირ­თვას, იწ­ვევს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სეგ­მენ­ტის გა­დატ­ვირ­თვას და ხდე­ბა პა­სუ­ხე­ბის შე­ფერ­ხე­ბით გა­ცე­მა. სა­ნამ ტყუ­ი­ლა გა­ი­ტეს­ტე­ბით და­ფიქ­რდით, რომ ვი­ღაც სხვას თქვენს ახ­ლო­ბელს ან თუნ­დაც გვერ­დში მდგომს უფრო მე­ტად ჭირ­დე­ბა დრო­ზე მი­ი­ღოს მისი კვლე­ვის შე­დე­გი, რად­გან სახ­ლში მო­ხუ­ცე­ბი ყავს, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ყავს და ა.შ.P.S - ვი­საც მწვა­ნე პას­პორ­ტი არ გაქვთ, არ იც­რე­ბით და არც გა­და­გი­ტა­ნი­ათ კო­ვი­დი - სა­ხელ­მწი­ფო რეს­ტო­რან­ში შე­სას­ვლე­ლად და თქვე­ნი გუ­ლა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო ტესტს არ აფი­ნან­სებს!

გა­ი­კე­თეთ პირ­ბა­დე, მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრავ­ლო­ბას, და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია რი­გებ­ში. ყვე­ლას გთხოვთ, გა­ა­ზი­ა­როთ პოს­ტი ან გა­დას­ცეთ თქვენს ახ­ლობ­ლებს ეს ინ­ფორ­მა­ცია, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ინ­ფორ­მი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ! მად­ლო­ბა" - წერს გვე­ტა­ძე.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს