"არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი" - ვისზე წერს ნიკა გვარამია?
"არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვის "მიშას ინტერესებით" ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.