loader

"წითელი თვალი, უმადობა, ცნობიერების დაბინდვა" - სიმპტომების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე მეტად გვხდება "ომიკრონის" დროს "დელტასგან" განსხვავებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წითელი თვალი, უმადობა, ცნობიერების დაბინდვა" - სიმპტომების ჩამონათვალი, რომლებიც ყველაზე მეტად გვხდება "ომიკრონის" დროს "დელტასგან" განსხვავებით

"ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგანტომ 2022 წლის 14 იანვარს გამოაქვეყნა "ომიკრონთან" დაკავშირებული მორიგი ანგარიში. საინტერესო ასპექტია კლინიკური სიმპტომები, რომლითაც ყველაზე მეტად და ნაკლებად (ზემოთ მეტად, ქვემოთ ნაკლებად) გვხვდება "ომიკრონის" დროს "დელტასგან" განსხვავებით.

ეს სიმპტომებია:

- ყელის ტკივილი
- სიცხე
- ხველა
- დიარეა
- კუნთების და სახსრების ტკივილი
- გამონაყარი
- გულისრევა ან ღებინება
- სისუსტე
- ცნობიერების დაბინდვა
- თავის ტკივილი
- უმადობა
- ქოშინი
- ცხვირიდან გამონადენი
- ცემინება
- წითელი თვალი
- ყნოსვის დაქვეითება", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.