loader

"საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა, ეს ადამიანი არის ანტივაქსერული სექტის "რუხი კარდინალი" - გიორგი ფხაკაძე გიორგი კანდელაკზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა, ეს ადამიანი არის ანტივაქსერული სექტის "რუხი კარდინალი" - გიორგი ფხაკაძე გიორგი კანდელაკზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს უპირისპირდება.

"ეს ადამიანი (ამ პოსტის შემდეგ კოლეგას ვეღარ ვუწოდებ) არის ანტივაქსერული სექტის "რუხი კარდინალი".

რუსეთის ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა/დანაშაული, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა.

არ მესმის, დღემდე სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რეგულირების სააგენტო. როგორც მინიმუმ, ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და, წესით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა.

ამაზე ყველა ჩუმად საუბრობს, მაგრამ ღიად, საჯაროდ ხმას ვერავინ იღებს…

ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში ჩავარდნილია და იცით, რატომ?! სახელმწიფო ატარებს "კანდელაკის" გეგმას. თუ მართალი არ ვარ, გისმენთ. გადახედეთ არა "ლოზუნგებს", არამედ უშუალო ქმედებებს. რეალურად, მთავრობამ აირჩია "ჯოგური იმუნიტეტის" გზა… პოსტ კოვიდზე არავინ ფიქრობს…" - წერს ფხაკაძე.

გიორგი კანდელაკის თქმით, მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა.