loader

“სკოლების საყურადღებოდ!“ - გიორგი ფხაკაძე უახლეს რეკომენდაციებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სკოლების საყურადღებოდ!“ - გიორგი ფხაკაძე უახლეს რეკომენდაციებს აქვეყნებს


“სკოლების საყურადღებოდ! 

ბოლო კვლევა ბრიტანეთის (ოქსფორდის) და ამერიკის (კოლორადო ბოულდერ) უნივერსიტეტებიდან. კვლევა აჩვენებს ინფიცირების ალბათობას. გააჩნია, თუ რა გარემოში ხართ. ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და ზემოაღნიშნული კვლევა უნდა იქნეს გამოყენებული თითოეულ სკოლაში, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.

ასევე, კვლევამ აჩვენა,  რომ სამედიცინო პირბადე, ნაკლები ლაპარაკი (სკოლაში ეს როგორ მოხერხდება, არ ვიცი), დისტანციის დაცვა და ერთ სივრცეში ნაკლები ხნით გაჩერება ამცირებს კოვიდის გავრცელების რისკებს.

რისკები იზრდება, თუ:
არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს
სპორტული ვარჯიშების დროს
სიმღერის დროს
ყვირილისას
დახურულ სივრცეში ვენტილაციის გარეშე ყოფნის დროს (სივრცე ყოველ 10 წუთში უნდა განიავდეს) აუცილებელია:
პერსონალური ჰიგიენის დაცვა
საპირფარეშოების მკაცრი ჰიგიენური ნორმების და განიავების სტანდარტების დანერგვა.
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - წერს გიორგი ფხაკაძე.