"მიხეილ სააკაშვილს ძალიან მოეწონა ეს აზრი" - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, სინანულის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სინოდის გავლენიანმა წევრმა "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა. ამასთან, სასულიერო პირმა თქვა, რომ მისი იდეის შესახებ მიხეილ სააკაშვილიც ინფორმირებულია და ინიციატივას მხარს უჭერს.