loader

რას ამბობს მამა, რომლის შვილის ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "ბავშვს დღემდე წამალი არ მიუღია, ცივ წყალს ვავლებთ ხოლმე, რომ გაკაჟდეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს მამა, რომლის შვილის ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "ბავშვს დღემდე წამალი არ მიუღია, ცივ წყალს ვავლებთ ხოლმე, რომ გაკაჟდეს"

იმუნური სისტემის გაუმჯობესება თუ ბავშვისთვის საფრთხის შექმნა. 9 თვის დემეტრეს ვარჯიშს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი აღზრდის მეთოდებს აკრიტიკებს და მშობლებს პედიატრთან ვიზიტისკენ მოუწოდებს.
დემეტრეს მამის თქმით, ვიდეოზე ასახული ვარჯიში მაუგლის მეთოდით აღზრდის ერთ-ერთ კომპონენტს შეადგენს, რომელიც საქართველოში არც ისე ახალი პრაქტიკაა.

დემეტრეს მამის, თორნიკე ბესტაევის თქმით, მისი შვილი საქართველოში ე.წ. მაუგლის მეთოდის დამფუძნებელ ქეთევან მერებაშვილთან, 4 დღიდან ვარჯიშობს.

ვარჯიში და არა მკურნალობა, მათ შორის დიდი განსხავავებაა. თორნიკეს თქმით, მის შვილს მკურნალობა არც არასდროს დასჭირვებია, ვინაიდან მისი გაკაჟებული ორგანიზმი მედიკამენტების მიღებას არ საჭიროებს.

ავტორი: ნინი ქობალია