loader

"ძალიან ცუდი ამბავი..." - მსახიობი ზურაბ ლომიძე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ცუდი ამბავი..." - მსახიობი ზურაბ ლომიძე გარდაიცვალა

თელავის თეატრის მსახიობი ზურაბ ლომიძე გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს.

"ზურიკო, ვუსამძიმრებ თელავის თეატრს, ახლობელ ადამიანებს... ძალიან ცუდი ამბავი, კიდევ ერთი მეგობარი. ზურა ლომიძე", - წერს პაატა გულიაშვილი.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს მისი დის­შვი­ლი ხა­თუ­ნა ლო­მი­ძე.

"7-თვი­ა­ნი პოს­ტკო­ვი­დუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ ჩვენ­მა ზურა ძიამ გა­და­ი­ნაც­ვლა მა­რა­დი­სო­ბა­ში. ვუ­თა­ნაგ­რძნობ თე­ლა­ვის თე­ატრს, და სრუ­ლი­ად თე­ლავს. თე­ლავ­მა იგი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ი­ღო ! ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბი ზურა ძია! ეხლა უკვე დე­დუს­თან ერ­თად ხარ! გვიყ­ვარ­ხარ და უზო­მოდ მოგ­ვე­ნატ­რე­ბი" - წერს ლო­მი­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზურა ლო­მი­ძეს და მის მე­უღ­ლეს კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უდ­გინ­დათ. მისი მე­უღ­ლე ვირუსს ემსხვერ­პლა, თა­ვად ლო­მი­ძე კი კო­მი­დან 4 თვის შემ­დეგ გა­მო­ვი­და. ამის შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ გარ­თულ­და და მსა­ხი­ო­ბი სა­წოლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. მისი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის დიდი თან­ხე­ბი იყო სა­ჭი­რო, რის გამოც მსა­ხი­ო­ბის მე­გობ­რე­ბი მის­თვის თან­ხა­საც აგ­რო­ვებ­დნენ.