loader

"ძალზე საყურადღებო! ვირუსი შესაძლებელია აზიანებდეს T-უჯრედებს, ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი" - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალზე საყურადღებო! ვირუსი შესაძლებელია აზიანებდეს T-უჯრედებს, ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი" - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში "ომიკრონთან" დაკავშირებით ახალი კვლევის შედეგებზე წერს.

"ოთხი ინფორმაცია და სამი გრაფიკი მათთვის, ვისაც "ომიკრონი" არაფრად მიაჩნია, ჰგონია, რომ ვირუსის გადატანა უკეთესია, ვიდრე ვაქცინაცია, რომ გართობა და წაყრუება დაიცავს ქვეყანას ხანგრძლივი კოვიდის პრობლემებისგან და რომ ერთი "პატიმრის" ახირებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა.

1) სპეციალისტებმა დაიწყეს საუბარი, რომ სამხრეთ აფრიკაში სიკვდილიანობა ძალიან იზრდება, შემთხვევების პიკიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგ. შესაძლოა, რომ "ომიკრონი" არ მიჰყვება ჩვეულებრივ 14-21 დღის ჩამორჩენას, როგორც ეს სხვა შტამების ტალღებისთვის იყო დამახასიათებელი.

2) კვლევამ აჩვენა, რომ "ომიკრონის" ინფექცია აძლიერებს ვაქცინებით გამოწვეულ ადრე არსებულ იმუნიტეტს, მაგრამ თავისთავად ვერ იწვევს ჯვარედინ მანეიტრალიზებელ იმუნიტეტს სხვა შტამების მიმართ არავაქცინირებულ ადამიანებში.

3) ვაქცინაცია ეხმარება "ომიკრონის" წინააღმდეგ ორგანიზმის პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების დასაწყისში "ომიკრონის" წინააღმდეგ დაფიქსირდა თითქმის იდენტური და დაბალი ნეიტრალიზაცია, როგორც არავაქცინირებულში. მათი ნეიტრალიზაცია გარკვეული დროის შემდეგ გაცილებით უფორ მაღალია. ამიტომაც არის, რომ ვაქცინირებულებში ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო ადვილად, და არა ის, რომ ზოგადად "ომიკრონი" ადვილი ფორმაა.

4) და ძალზე საყურადღებო: გასულ კვირას გამოჩნდა პირველი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვირუსი შესაძლებელია აზიანებდეს T-უჯრედებს, ისევე, როგორც ამას აკეთებს შიდსის ვირუსი და შესაბამისად, იმუნური დეფიციტის პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას, როგორც ხანგრძლივი კოვიდის ერთ-ერთი ფორმა."