loader

“ორი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, დას­ჭირ­და 7 ნა­კე­რი, და­უ­ზი­ან­და სა­ნერ­წყვე ჯირ­კვა­ლი“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პაციენტის მიერ ექთნის დაჭრის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ორი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, დას­ჭირ­და 7 ნა­კე­რი, და­უ­ზი­ან­და სა­ნერ­წყვე ჯირ­კვა­ლი“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი პაციენტის მიერ ექთნის დაჭრის შესახებ



21 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­თან ახ­ლოს, ერთ-ერთ რე­გი­ო­ნა­ლურ კო­ვი­დცენ­ტრში, საკ­მა­ოდ მძი­მე შემ­თხვე­ვა მოხ­და. პა­ცი­ენ­ტმა შე­მოვ­ლა­ზე მყო­ფი მო­რი­გე ექთა­ნი ყე­ლი­სა და ლო­ყის არე­ში დაჭ­რა.

მე­დი­ა­ცენ­ტ­რში დღეს სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ექიმ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­ჯდო­მა­რემ, სა­ლო­მე ლო­ლუ­ამ ისა­უბ­რა.

კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში მოვ­ლე­ნე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და: დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე შე­მოვ­ლა­ზე მყოფ­მა ექთან­მა შე­ამ­ჩნია, რომ ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტი წუხ­და. მი­ვი­და მას­თან, მი­ა­წო­და ჟან­გბადის ნი­ღა­ბი, და­ი­ხა­რა სა­ტუ­რა­ცი­ის აპა­რა­ტის ასა­ღე­ბად და ამ დროს პა­ცი­ენ­ტმა და­ი­ჭი­რა ექთა­ნი და დანა ყე­ლის მი­და­მოს­კენ და­არ­ტყა.

პა­ცი­ენ­ტმა ექთანს ორი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ერთ-ერთი ლო­ყის არე­ში, რო­მელ­ზეც დას­ჭირ­და 7 ნა­კე­რი. და­უ­ზი­ან­და სა­ნერ­წყვე ჯირ­კვა­ლი და ექთანს საკ­მა­ოდ რთუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­და. მე­ო­რე ჭრი­ლო­ბა კი მი­ა­ყე­ნა ყე­ლის არე­ში. ვრცლად