loader

ნეკა დოროყაშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნეკა დოროყაშვილი მიმართვას ავრცელებს

"უამრავი მესიჯი მივიღე პირადში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ვცდილობ, ყველას გიპასუხოთ. უდიდეს სითბოს ვგრძნობ თქვენგან, რაც მე მაძლიერებს", - ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილი "ინსტაგრამზე" წერს.

მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ნეკა დოროყაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრებია ასახული.

"ძალიან დიდი ტრაგედია გადავიტანე. ძალიან ბევრი წელი ვიტანჯებოდი. ძალიან კარგად ვიცი, რამდენი ქალია ჩვენს ქვეყანაში ასეთ მდგომარეობაში ახლა. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველა ის ქალი, ბავშვი და გავუკვალოთ მომავალი მათ. მე მჯერა, რომ ჩემს თავზე გადატანილი ტრაგედია იქნება მაგალითი. ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ წელში გადავტეხოთ საქართველოში ქალის (ბავშვის) (ადამიანის) ჩაგვრა! დისკრიმინაცია! ძალადობა!

ჩვენ უნდა ვუშველოთ და დავეხმაროთ ამ ქალებს! უნდა გავათავისუფლოთ! გვახსოვდეს, ისინი დღეს ისევ იტანჯებიან, ცხოვრობენ ტყვეობაში და ეშინიათ, რომ არ დაუჯერებენ", - წერს ნეკა დოროყაშვილი.