loader

"სხვის სარეცელში ძრომიალი და მერე ამის გადმოფენა რა სპორტია, ვერ ვიგებ!" - ნატო დუმბაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხვის სარეცელში ძრომიალი და მერე ამის გადმოფენა რა სპორტია, ვერ ვიგებ!" - ნატო დუმბაძე

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნეკა დოროყაშვილის ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოჯახური კონფლიქტების ასე საჯაროდ გარჩევა სწორად არ მიაჩნია:

"გადავხედე ფბ-ს და ბასილაშვილის ოჯახური კონფლიქტის გარჩევა მიდის დილიდან! "კომუნალკა" გამახსენდა, ბუზი ვერ გაფრინდებოდა ვერც ერთ ოჯახში, მთელმა სართულმა იცოდა, ვისთან რა ხდებოდა, ვინ მიდიოდა, მოდიოდა, ვინ რატომ ჩხუბობდა, მერე ეზოში იკრიბებოდნენ "კომუნალკის" "დირეხტორები" "სკამეიკაზე" და მიდიოდა ჩუმად გარჩევ-გამორჩევა, გაკიცხვა, ჭორაობა!

ჰოდა, ეს საბჭოური ჭორაობა რით ვერ მოისპო ამ ეპოქაში, სხვის სარეცელში ძრომიალი და მერე ამის გადმოფენა რა სპორტია, ვერ ვიგებ!

მე პირადად არანაირად არასოდეს მაინტერესებს არავისი პირადის ქექვა და ცოტა ამაზრზენია "კომუნალკის" მენტალიტეტს რომ ვერ გავცდით 21-ე საუკუნეში, ეს მაშინ, როცა მარსზე იჯავშნება ადგილები!" - წერს ნატო დუმბაძე.