loader

პატარა ბავშვს მამა იარაღით ათამაშებს- ვიდეო, რომლის გამოც ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მშობლის უფლება ჩამოართვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარა ბავშვს მამა იარაღით ათამაშებს- ვიდეო, რომლის გამოც ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მშობლის უფლება ჩამოართვეს

აშშ-ში, ქალაქ ევენსვილში მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობისა და იარაღით ვაჭრობის ბრალდებით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა 19 წლის მაიკლ ბარნსი პოლიციის აგენტისთვის იარაღის მიყიდვის მცდელობისას დააკავეს. ჩხრეკისას ბარნსის ტელეფონში ვიდეო აღმოაჩინეს, რომელზეც ასახულია, როგორ უჭირავს იარაღი წყვილის ერთი წლის ბავშვს და პირში იდებს. ამასთან, ვიდეოში ცოლ-ქმარი - ბარნსი და მისი 22 წლის მეუღლე ტონი უილსონი, ბავშვს სთხოვენ, სროლის ხმის იმიტაცია გააკეთოს.

ბარნსი და უილსონი პატიმრობაში იმყოფებიან, მათი შვილები - ერთი წლის გოგონა და ახალშობილი ტყუპი საავადმყოფოში გადაიყვანეს.