loader

ტურისტულ კომპანიას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ: "100-კაციანი ჯგუფი სარფის საზღვარზე დაგვტოვეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურისტულ კომპანიას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ: "100-კაციანი ჯგუფი სარფის საზღვარზე დაგვტოვეს"

კომპანია traveler.ge-სა და touroperator.ge-ს მომხმარებლების მოტყუებაში ადანაშაულებენ. როგორც PALITRATV.GE-სთან საუბრისას ნათია კიკვაძე, ნინო ლომთაძე და ნანა ბოჭორიშვილი აცხადებენ, კაბადოკიის ტურის დროს ავტობუსებმა საზღვარი ვერ გადაკვეთეს და 100-მდე ადამიანს 8 საათი მოუწია ლოდინი, რის შემდეგაც უთხრეს, რომ ტური ვეღარ გაგრძელდებოდა და მათ მგზავრობის ფულიც არ დაუბრუნეს.

ამ თემასთან დაკავშირებით PALITRATV.GE ცდილობდა traveler.ge-სა და touroperator.ge-ს დირექტორებთან, შოთა და ბაკურ ბოლოთაშვილებთან დაკავშირებას. ვესაუბრეთ მათ წარმომადგენელს, ანი არჩვაძეს, ასევე დავუკავშირდით Facebook-გვერდზეც, თუმცა ჩვენს მცდელობას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ოპერატორი: ლაშა სამადალაშვილი
მონტაჟი: გოგა ოსეფაშვილი


PALITRATV.GE-მ ეს სიუჟეტი მას შემდეგ მოამზადა, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ნათია კიკვაძემ ჩვენი საიტის Facebook-ზე მოგვწერა. თქვენც მოგვწერეთ, თუ გაქვთ საინტერესო თემები.