loader

თბილისის უხუცესი მეეზოვე უდიდესი ტრაგედიით - გაიცანით 86 წლის ტარიელ მაისურაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის უხუცესი მეეზოვე უდიდესი ტრაგედიით - გაიცანით 86 წლის ტარიელ მაისურაძე

86 წლის ტარიელ მაისურაძე უხუცესი მეეზოვეა. მისი სამუშაო დღე მზის ამოსვლამდე, დილის 7 საათზე იწყება, რომ გაღვიძებულ ქალაქს სუფთა ქუჩები დაახვედროს.
ტარიელი აფხაზეთიდანაა. მისი ერთ-ერთი ვაჟი ფრიდონი აფხაზეთის ომში დაიღუპა. ფრიდონს მინიჭებული აქვს ჯილდო მხედრული მამაცობისთვის. შვილის ნეშტი თბილისში 2016 წელს გადმოასვენა, მანამდე მისი გადმოსვენება ვერ მოხერხდა. ტარიელი გლდანში, 80 წლის მეუღლესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. უხუცეს მეეზოვეს კიდევ 2 ვაჟი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს. ამბობს, რომ შვილიშვილები მისი ცხოვრების მთავარი შენაძენია.

ავტორები: თიკო გურაშვილი, გიგა დანელია