loader

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესმენებისთვის, ოღონდ არა ფიზიკური სიამოვნებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალები მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესმენებისთვის, ოღონდ არა ფიზიკური სიამოვნებისთვის

პირველი გეიშა მე-17 საუკუნეში გაჩნდა. ბევრი თვლიდა, რომ ისინი ძვირად ღირებული მეძავები იყვნენ, რომლებიც მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ კლიენტის ნებისმიერ სურვილს აკმაყოფილებდნენ. სინამდვილეში კი, ჩაის სახლში მამაკაცები არა ფიზიკური სიამოვნებისთვის, არამედ სხვა მიზეზით დადიოდნენ.
ოთახში, სტუმრებთან შემოსული გეიშა სურნელოვან ჩხირს ანთებდა, რაც საღამოს დაწყებაზე მიუთითებდა. მის სხეულს ლამაზი, ძვირად ღირებული კიმონო ფარავდა. ის საკეს სტუმრებს სათითაოდ უსხამდა და სხეულზე შემთხვევით ეხებოდა. ამის შემდეგ საუბრები იწყებოდა. გეიშები ძალიან განათლებულები იყვნენ. ისინი ბევრს კითხულობდნენ, ლამაზად ცეკვავდნენ და მღეროდნენ.
გეიშების ცხოვრება საიდუმლოებითაა მოცული. ფაქტია, მათ კარგად იცოდნენ მამაკაცის ფსიქოლოგია. ხვდებოდნენ მის განწყობას, სურვილებს და მის გარე პრობლემებისგან მოწყვეტას ცდილობდნენ. რა ხდებოდა ღამით, როცა ჩაის სახლის კარები იხურებოდა, ამ თემაზე დღემდე ბევრს დავობენ.



ავტორი: ეკა მელიქიძე
მონტაჟი: გიო კუსიანი