loader

როგორ გამოიყურება თბილისის ახალი ზოოპარკი ციდან - დრონით გადაღებული ექსკლუზიური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება თბილისის ახალი ზოოპარკი ციდან - დრონით გადაღებული ექსკლუზიური კადრები

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, ასევე, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ვოლიერი ერთ ჰექტარზეა განთავსებული და მასში ამ ეტაპზე სამი დათვი და ოთხი მგელია გადაყვანილი.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თბილისის ახალი ვოლიერის მოსაწყობად თანხები თბილისის მთავრობამ, ასევე, 150 000 ევროს ოდენობით გერმანიის მთავრობამ გამოჰყო.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის ახალი ზოოპარკისთვის დაახლოებით 50 ჰექტრამდე ტერიტორიაა გამოყოფილი. მის გვერდით მდებარეობს დენდროლოგიური პარკი, სადაც გამწვანების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, რათა ამ ტერიტორიას რეკრეაციული ფუნქცია ჰქონდეს.

მისივე თქმით, თბილისის ზოოპარკის გადმოტანას ძველი ტერიტორიიდან ზღვის მიმდებარედ 4-5 წელი დასჭირდება და ეს ფინანსებზე იქნება დამოკიდებული.

ავტორი: ირაკლი გედენიძე