loader

თქვენს ტელეფონებს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც საქართველოში მობილურებს ჯერ არ ჰქონია - ამიერიდან ტექსტი კლავიატურის გარეშე, ხმით შეგიძლიათ დაწეროთ! (ინსტრუქცია) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თქვენს ტელეფონებს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც საქართველოში მობილურებს ჯერ არ ჰქონია - ამიერიდან ტექსტი კლავიატურის გარეშე, ხმით შეგიძლიათ დაწეროთ! (ინსტრუქცია)

Google-ს ქართული უკვე ესმის. რამდენიმე დღის წინ ანდროიდ-სმარტფონებისთვის, სხვა ენებთან ერთად, ოფიციალურად ჩაეშვა ქართული ენა google-ის საძიებო სისტემაში. თუმცა, გარდა საძიებო სისტემაში ქართულის გამოყენებისა, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გაშიფროს აუდიოჩანაწერები. გთავაზობთ სრულ ინსტრუქციას, როგორ დააყენოთ თქვენს მობილურებში ქართული ენის ამომცნობი ფუნქცია და რა დამატებით შესაძლებლობებს გაძლევთ აღნიშნული სიახლე.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი.